მთავარი / დასაბეჭდი მასალები

წერილი სკოლას: მხარდაჭერის მოთხოვნა

მზა წერილი, რომლითაც ბავშვის სკოლას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების დაწყებას სთხოვთ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები, ამობეჭდეთ, მოაწერეთ ხელი და გადაეცით სკოლას.

  1. შეავსეთ მონიშნული ადგილები.
  2. ამობეჭდეთ ორ ეგზემპლარად: ერთი სკოლას გადაეცით, მეორე თქვენთან დარჩეს.
  3. სთხოვეთ სკოლას, წერილს რეგისტრაციის ნომერი და თარიღი მიანიჭოს.

შემდეგი ნაბიჯები აღწერილია გვერდზე მხარდაჭერა სკოლაში.1

[სკოლის დასახელება]-ის დირექტორს,
[დირექტორის სახელი და გვარი]-ს

[თქვენი სახელი და გვარი]-ისგან, [ბავშვის სახელი და გვარი]-ის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლისგან ([კლასი] კლასი)

განცხადება

მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს, [ბავშვის სახელი], შეიძლება ჰქონდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. სკოლაში და სახლში ვამჩნევ: [მოკლედ აღწერეთ, მაგალითად: უჭირს ყურადღების კონცენტრირება, დავალებებს ბოლომდე ვერ ასრულებს, ძალიან მოუსვენარია].

[საჭიროების შემთხვევაში: ჩემს შვილს დასმული აქვს ADHD-ის დიაგნოზი. ექიმის დასკვნის ასლი თან ერთვის.]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანების (მოქმედი რედაქციით) შესაბამისად, გთხოვთ:

  1. დაიწყოთ ჩემი შვილის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება და მომაწოდოთ მიმართვის ფორმა;
  2. საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, ჩემი მონაწილეობით შეიმუშაოთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
  3. ამ განცხადებაზე წერილობით მიპასუხოთ.

დანართი: [ჩამოთვალეთ დოკუმენტები ან მიუთითეთ „არ ერთვის“]

თარიღიხელმოწერატელეფონიელფოსტა

საიდან არის ეს ინფორმაცია

  1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება №25/ნ „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.