მთავარი / სხვა
ჟურნალისტებისთვის
ძირითადი ფაქტები წყაროებით, გამოსაყენებელი მასალები და კონტაქტი ინტერვიუებისა და კითხვებისთვის.
ძირითადი ფაქტები
- ADHD აქვს ყოველი 100 ბავშვიდან დაახლოებით 6-ს და ყოველი 100 ზრდასრულიდან 2–3-ს; საქართველოში ეს დაახლოებით 100 000 ადამიანი იქნებოდა.1
- საქართველოში არცერთი სტიმულატორი ADHD-ის წამალი არ არის რეგისტრირებული. იყიდება მხოლოდ ატომოქსეტინი, რომლის შოვნაც ხშირად ჭირს.2
- მეთილფენიდატი (Ritalin, Concerta) რეცეპტით ხელმისაწვდომია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.3
- საქართველოს კანონით მეთილფენიდატი და ამფეტამინები ნარკოტიკულ საშუალებებად ითვლება.4 2026 წელს კანადელ ტურისტს, რომელსაც დანიშნული Adderall ჰქონდა, მაგრამ რეცეპტი არა, კონტრაბანდის ბრალი წაუყენეს და მან 30 000 ლარი ჯარიმა გადაიხადა.5
- საქართველოში ADHD-ის ეროვნული გაიდლაინი არ არსებობს, სპეციალისტების უმეტესობა კი თბილისში მუშაობს.6
მასალები
- პოლიტიკის დოკუმენტი: ქართული PDF · English PDF
- რუკა: სად არის მეთილფენიდატი ხელმისაწვდომი ევროპაში
- შვიდი რეკომენდაცია და როგორ არის სხვა ქვეყნებში
- ლოგო: PNG, 512 პიქსელი · SVG
როგორ მიუთითოთ საიტი
„ADHD საქართველოში“ (adhd.advocacy.ge), გამომცემელი: „ADHD ადვოკატირება საქართველო“. ყოველი გვერდის ბოლოს მითითებულია მისი წყაროები.
კონტაქტი
ინტერვიუებისა და კითხვებისთვის: info@adhd.advocacy.ge
საიდან არის ეს ინფორმაცია
- Faraone, S.V. და სხვ. (2021). „The World Federation of ADHD International Consensus Statement: 208 evidence-based conclusions about the disorder“. Neuroscience & Biobehavioral Reviews 128: 789–818 (ინგლისურ ენაზე).
- „ADHD საქართველოში“. adhd.ge, დამოუკიდებელი მოხალისეობრივი საიტი. მოიცავს ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის თებერვლის პასუხს. ბოლოს განახლდა 2026 წლის 9 ივლისს.
- ევროპის წამლების სააგენტო (2009). „European Medicines Agency makes recommendations for safer use of Ritalin and other methylphenidate-containing medicines in the EU“ (ინგლისურ ენაზე).
- საქართველოს პარლამენტი (2013). „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №845-რს, დანართი 2. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
- OC Media (2026 წლის ივნისი). „Canadian tourist arrested in Georgia for having ADHD medication released after hefty fine“ (ინგლისურ ენაზე).
- რადიო თავისუფლება (2026 წლის 13 ივნისი). „გეხმარება ცხოვრებაში, მაგრამ პრობლემებს გიქმნის კანონთან - რა გელის, თუ ADHD-ის წამალი გიპოვეს?“